მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით
2011-12-24, 6:50 PM
მასალად საჭიროა:
6 პორცია
ქათმის ხორცი  - 300 გრ
ქამა სოკო  - 100-150 გრ
ხახვი  - 2 თავი
კარაქი  - 30 გრ
არაჟანი  - 6 ს/კ
ჰოლანდიური ყველი  - 150 გრ
მარილი  - გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათმის ხორხცი შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან 5-7 წუთის განმავლობაში.
 
გადმოვიღოთ ტაფიდან და გავაციოთ. დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავალაგოთ სპეციალურ ფორმებში.
 
ეს ფორმები იყიდება ნებისმიერ ადგილას.
ქამა სოკოს ვჭრით თხლელ ნაჭრებად, ხახვსაც ასევე ვჭრით თხელ ნაჭრებად და ყველაფერს ვწვავთ დარბილებამდე.
 
ცალკე ტაფაზე მოვხალოთ ფქვილი,დავამატოთ კარაქი და კარაგად ავურიოთ. დავამატოთ არაჟანი, ისევ კარგად ავურიოთ და ავადუღოთ. მომზადებული სოუსი ავურიოთ სოკოს და ხახვს და დავამატოთ მარილი გემოვნებით.
ეს ყველაფერი დავადოთ ქათმის ხორცზე, რომელიც ფორმებშია ჩალაგებული.
 
ზემოდან დავაყაროთ გახეხილი ყველი
 
და ჩავდოთ ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ ყველი არ გაწილთდება და არ გადნება.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: julieni sokoti da qatmis xorcit, ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით
ნანახია: 6009 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0