მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ცხვრის ხორცის რაგუ
2010-12-29, 11:11 AM
მასალად საჭიროა:
ცხვრის მჭლე ხორცი 500 გრ
კარტოფილი 250 გრ
ხეთი 4 ს.კ.
ოხრახუშის ძირები 30 გრ
ხახვი 1 თავი
სტაფილო 1 ცალი
პრასი 1 ცალი
ხორცის ბულიონი 1.5 ჩ.ჭ.
ტომატ–პასტა 4 ს.კ. დაკონსერვებული მწვანე ბარდა 120 გრ
ნიორი 1 კბილი
მაიორანი 1/2 ჩ.კ.
პილპილი გემოვნებით
მარილი გემოვნებით
დაჭრილი მწვანილი გასაფორმებლად


ცხვრის ხორცი და კარტოფილი დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად და ცალ–ცალკე შეწვით ზეთში. ოხრახუშის ძირები დაჭერით წვრილად და ოდნავ მოშუშეთ. ხახვი, სტაფილო და პრასი დაჭერით წვრილად.
ხახვი და პრასი მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ სტაფილო და შუშეთ კიდევ 5 წთ.
ცხვრის შემწვარ ხორცს დაასხით ბულიონი, ტომატი და შუშეთ 20 წთ.შემდეგ შეურიეთ შემწვარი კარტოფილი, მოშუშული ხახვი, სტაფილო, პრასი და შუშეთ კიდევ 15 წთ.
ცეცხლიდან გადმოდგმამდე 10 წუთით ადრე დაუმატეთ მწვანე ბარდა, 5 წუთით ადრე–სანელებლები და გახეხილი ნიორი.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.




კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1252 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0