მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

თირკმელი კარტოფილით tirkmeli kartofilit
2011-10-15, 9:50 AM
მასალად საჭიროა:
4 ულუფა
500 გ საქონლის თირკმელი
5 კარტოფილი
1 კვერცხი
1 მწიკვი დაფქული მუსკატი
100 გ კარაქი
100 გ შემწვარი სოკო
2 ს.კ. დაფხვნილი ორცხობილა
2 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი დაფქული შავი პილპილი

1. თირკმელი მოათავსეთ ცივ წყალში 3 სთ. ამოიღეთ, კვლავ დაასხით წყალი და აადუღეთ. გადაუწურეთ წყალი, გარეცხეთ, დაასხით ცხელი წყალი და ხარშეთ 1 სთ.
2. კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში და ცხელივე გახეხეთ. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი, მუსკატი, 50 გ კარაქი და კარგად აურიეთ.
3. შეზავებული კარტოფილის ნაწილი ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში, ზემოდან მოაწყვეთ შემწვარი სოკო და წვრილად დაჭრილი თირკმელი. გაანაწილეთ დარჩენილი კარტოფილი, მოაყარეთ დაფხვნილ ორცხობილაში არეული გახეხილი ყველი, მოასხით დარჩენილი გამდნარი კარაქი და გამოაცხვეთ ღუმელში.
4. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ მწვანილით. ცალკე მიიტანეთ არაჟანი.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1820 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0