მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

შემწვარი ღვიძლი ბროწეულით
2010-12-29, 10:54 AM
მასალად საჭიროა:
500გრ საქონლის ან ღორის ღვიძლი
100გრ კარაქი
1 ჩ.ჭ. ბროწეულის წვენი
3–4 ძირი ქინძი
 მარილი და წიწაკა-გემოვნების მიხედვით


საქონლის ან ღორის ღვიძლი კარგად გარეცხეთ. დაჭერით საშუალო სიდიდის ნაჭრებად და კარაქში შეწვით. შეწვის დროს მოაყარეთ მარილი. შემწვარი ღვიძლის ნაჭრები დაალაგეთ ლანგარზე.
ერთი ჩ.ჭ. ბროწეულის წვენს შეურიეთ დანაყილი ქინძი, მარილი და წიწაკა გემოვნებით, აგრეთვე შეწვის დროს გამოყოფილი ცხიმიც. ეს ყველაფერი მოასხით შემწვარ ღვიძლს. ცოტა ხანს გააჩერეთ, როცა კარგად გაუჯდება, მერე მიიტანეთ სუფრასთან.





კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1214 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0