მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

რულეტი ღორის ხორცით(ruleti goris xorcit)
2011-12-24, 6:45 PM
მასალად საჭიროა:
ღორის ხორცი  - 400 გრ (უძვლო)
წყალი  - 400 მლ
მარილი  - 40 გრ
შაქარი  - 20 გრ
წიწაკა  - 1 ჩ/კ
დაფნის ფოთოლი  - 1 ცალი
ჯანჯაფილი  - 1 ჩ/კ (იმბირი)
გულსართი
ქათმის ფილე  - 450 გრ
ქამა სოკო  - 170 გრ
ნაღები  - 300 მლ (33%)
კვერცხის ცილა  - 2 ცალი
ნიორი  - 3-4 კბილი
მარილი  - გემოვნებით
გარეთა ფენა
ოხრახუში  - 60 გრ
ბულიონი  - 30 მლ
სეზამის მარცვალი  - 20 გრ(კუნჟუტი)

მომზადების წესი:
ღორის ხორცი გავასუთავოთ, მოვაჭრათ ქონი. წყალში გავხსნათ შაქარი და მარილი, დავამატოთ წიწაკა და ჯანჯაფილი. დავასხათ მარინადი ხორცს დავადოთ სიმძიმე და დავდგათ 8-12 საათით.
ქათმის ფილე მაგრა გავაციოთ, დავაბლენდეროთ, ისე რომ მასა გამოვიდეს კრემისებური.
 
ფარშში დავამატოთ კვერცხის ცილა, ჯანჯაფილი, ნიორი და წიწაკა. ავურიოთ ყველაფერი ბლენდერში.
 
ჯამში სადაც ფარში გვაქვს, ჩავასხათ ნაღები და კარგად ავურიოთ. რომ მასა გამოვიდეს ერთგვაროვანი.
 
დავამატოთ მარილი და თხლად დაჭრილი ქამა სოკო.
ღორის ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან და გავაშროთ.
მაგიდაზე დავდოთ ოთხკუთხა ფორმის კულინარული პარკი. დავადოთ ზემოდან ფარშის ნახევარი, ფარშზე დავდოთ ღორის ხორცი.
 
დავფაროთ ღორის ხორცი ფარშის მეორე ნაწილით და დავახვიოთ რულეტის სახით. ბოლოები შევუკრათ
 
ქვაბის ძირში, სადაც უნდა ვხარშოთ, დავდოთ ლამბაქი, ზემოდან დავადოთ რულეტი და რულეტს დავადოთ მეორე ლამქარი, რომ არ ამოტივტივდეს. ვხარშოთ საათნახევარი, წყლის ტემპერეტურა უნდა იყოს 90 გრადუსი. ცეცხლი უნდა იყოს საშუალო.
თუ გაქვთ წყლის თერმომეტრი უკეთესია.
როცა მოიხარშება ამოვიღოთ რულეტი, გავაციოთ და მოვხსნათ პარკი. მაგიდაზე დავაფინოთ ახალი ოთხკუთხა ფორმის პარკი. წავუსვათ მას ბულიონი და მოვაყაროთ ოხრახუში და სეზამის მარცველი. მწვანილზე დავდოთ რულეტი და შევახვიოთ.
რულეტი ჩავდოთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით. მირთმევის წინ მოვხსნათ პარკი და დავჭრათ ნაჭრებად.
რულეტი ინახება მაცივარში 3-4 დღე.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ruleti goris xorcit, რულეტი ღორის ხორცით
ნანახია: 2304 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0