მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

პასტა ბოლონეზე (posta boloneze)
2011-12-24, 6:55 PM
მასალად საჭიროა:
ზეითუნის ზეთი  - 30 მლ
ფარში  - 450 გრც(ძროხის და ღორის)
მარილი  - 1/4 ჩ.კ (ზღვის მარილი )
სპაგეტი  - 300 გრ (ან სხვა ფორმის მაკარონი)
ყველი  - 100 გრ (პარმეზანი)
ხახვი  - 1 ცალი
ნიორი  - 5 კბილი
წიწაკა  - 1/2 ჩ.კ (შავი)
პომიდორი  - 700 გრ

მომზადების წესი:
ეს რეცეპტი კეთდება ძალიან ადვილად და მისი გაფუჭება ძალიან რთულია :) მთავარია გამოიყენოთ ყველა ის პროდუქტი , რაც ჩამოთვლილია. ამ რეცეპტში შეიძლება ნებისმიერი მაკარონის და ტომატის პასტის გამოყენება.
ხახვი დავჭრათ და ჩავშუშოთ ზეთში 3 წუთის განმავლობაში.
 
მანდვე დავამატოთ ფარში და შევბრაწოთ სანამ არ გაწითლდება, დავამატოთ ნიორი.
 
სანამ ფარში იწვება მოვხარშოთ პასტა
 
(იტალიაურად მაკარონი) ზეთიან წყალში "ალ დენტეს" მდგომარეობამდე. (მაკარონს ზოგჯერ განზრახ ტოვებენ ოდნავ უმს (ალ დენტე).
პომიდორები გავფცქვნათ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. დავამატოთ ფარშში.
მანდვე დავამატოთ მწვანილი (გემოვნებით)
 
ავურიოთ ყველაფერი და ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში.
მომზადებულ სოუსში ჩავყაროთ მაკარონი,
 
ავურიოთ და ვხარშოთ რამოდენიმე წუთი.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: პასტა ბოლონეზე, posta boloneze
ნანახია: 1901 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0