მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ხორცის რულეტი მწვანილით xorcis ruleti mwvanilit
2011-10-15, 10:14 AM
მასალად საჭიროა:
8 ულუფა
2 კგ ღორის მჭლე ხორცი
3 კბილი ნიორი
1 ს.კ. უცხო სუნელი
1 ბულიონის კუბი
1 ლიმონის წვენი
4 ს.კ. ზეთი
1 კონა კამა
1 კონა ოხრახუში
მარილი

1. ღორის ხორცი გაჭერით სიგრძეზე და კარგად დაბეგვეთ.
2. დანაყეთ ნიორი, შეურიეთ სანელებლები, ბულიონის კუბი, ლიმონის წვენი და 3 ს.კ. ზეთი.
კარგად აურიეთ და დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი.
3. ხორცს წაუსვით მწვანილიანი მასა, გადაახვიეთ და შეკარით ძაფით. რულეტი მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში 200°ჩ-ზე 1 სთ. დროდადრო მოასხით თავისივე წვენი.
4. სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით და მოათავსეთ ლანგარზე. მიირთვით ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 2035 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0