მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ხორცის რულეტი
2010-12-29, 10:36 AM
მასალად საჭიროა:
700გრ ძროხის ხორცი
1 თავი ხახვი
200გრ პურის გული
7–8 ცალი კვერცხი
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი
თითო ჩ.კ. მარილი, წიწაკა
გემოვნებით შავი პილპილი
წასასმელად არაჟანი ან მაიონეზი.

მომზადების წესი:

ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი ხახვთან ერთად. შეურიეთ წინასწარ დამბალი თეთრი პური და ორი კვეცხის გული. შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, წიწაკით, შავი პილპილით და მარილით. ფარში დიდხანს აგუნდავეთ ხელით.
თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი და გამზადებული ფარშის ორი–მესამედი, ძეხვისებურად მოათავსეთ. ზედაპირი ჩააღრმავეთ და მთელ სიგრძეზე მოათავსეთ მაგრად მოხარშული 5–6 კვერცხი. ზემოდან გადაფარეთ დარჩენილი ფარში. ხელები დაისველეთ წყლით და დაამრგვალეთ მთელ სიგრძეზე ძეხვის მაგვარად, ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი არაჟანი ან მაიონეზი. ზედაპირი დაჩხვლიტეთ წვრილი ხის ჩხირით და შედგით ქურაში. გამოცხობის ხანგრძლივობა 40–45 წთ. გამოიღეთ ქურიდან, კარგად გააცივეთ და დაჭერით ისეთივე ნაჭრებად, როგორც ჭრით ძეხვს.





კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1787 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1