მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ხორცი პამიდვრის სოუსით xorci pamidvris sousit
2011-10-15, 10:08 AM
მასალად საჭიროა:
5 ულუფა
800 გ საქონლის მჭლე ხორცი
100 გ კარაქი
5 ნაჭერი პური
1 ჭიქა პამიდვრის საწებელი
1/2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო
2-3 წვეთი ტაბასკოს საწებელი
50 გ მაგარი ყველი
პილპილი
მარილი

1. საქონლის ხორცი დაჭერით 5 ნაწილად, მოაყარეთ პილპილი და მარილი და შეწვით კარაქში.
2. პურის ნაჭრებს მოაცილეთ ქერქი და დაბრაწეთ იმავე ტაფაში, რომელშიც ხორცი იწვებოდა.
3. სოუსის მოსამზადებლად პამიდვრის საწებელს შეურიეთ ღვინო, ადუღეთ შესქელებამდე და დაუმატეთ ტაბასკოს საწებელი.
4. ხორცის ნაჭრები დააწყვეთ გახუხულ პურებზე, მოასხით პამიდვრის სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. მიირთვით შემწვარ ან მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1580 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0