მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ხაშლამა
2011-10-14, 11:49 AM
მასალად საჭიროა:
საქონლის ხორცი – 1 კგ;
ხახვი – 1 თავი;
ნიახური ან ოხრახუში – გემოვნებით.

ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდოთ ქვაბში მოსახარშად. დავასხათ ცხელი წყალი, მთლიანად რომ დაფაროს ხორცი. დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ. მოვაცილოთ ქაფი. მდუღარე წყალში დავამათოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სრულ მომზადებამდე. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ ქაფქირით, მოვაყაროთ მწვანილი და მივირთვათ.


კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: xashlama, xash, ხაშ, ხაშლამა
ნანახია: 1421 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0