მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ქათმის კუჭმაჭი(qatmis kuchmachi)
2011-12-24, 6:14 PM
მასალად საჭიროა:
ქათმის კუჭი  - 0.5 კგ
გულ-ღვიძლი  - 0.5 კგ
ოხრახუში  - გემოვნებით
წიწაკა  - გემოვნებით
ქინძის თესლი  - გემოვნებით
ხმელი ქონდარი  - გემოვნებით
ძმარი  - 1 ს/კ(ღვინის)
მარილი  - გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, დავამატოთ დანაყილი წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი ქონდარი, მარილი, ღვინის ძმარი, კარგად გადავურიოთ; გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებითა და ოხრახუშით.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ქათმის კუჭმაჭი, qatmis kuchmachi
ნანახია: 7180 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.8/4