მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ქათმის კატლეტი(qatmis katleti)
2011-12-24, 6:10 PM
მასალად საჭიროა:
ქათამი  - 1 ცალი
თეთრი პური  - 100 გრ
რძე  - 1/2½ ჩჭ
ერბო  - 100 გრ
მარილი  – გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათამი გავასუფთაოდ, გავრეცხოთ, ხორცს ძვლები გამოვაცალოთ და რძეში დამბალ თეთრ პურთან
ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავამატოთ მარილი, ერბო და კარგად ავზილოთ.
მომზადებული მასალიდან გავაკეთოთ კატლეტები, ამოვავლოთ დანაყილ ორცხობილაში და ორივე
მხრიდან შევწვათ ერბოში. შემწვარი კატლეტი დავაწყოთ თეფშზე, შემოვუწყოთ შემწვარი
კარტოფილი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: qatmis katleti, ქათმის კატლეტი
ნანახია: 7583 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1