მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ქათმის ღვიძლი იაპონურად(qatmis gvidzli iaponurad)
2011-12-24, 3:48 PM
მასალად საჭიროა:
ქათმის ღვიძლი  - 600 გრ
წიწაკა ტკბილი  - 1 ცალი
წიწაკა მწარე  - 1 ცალი
ხახვი  - 1 კონა
ზეთი  - 20 მლ
ნიორი  - 3 კბილი
შაქარი  - 25 გრ
სოიოს სოუსი  - 30 მლ
ჯანჯაფილი ცოცხალი  - 1 ცალი (имбирь)
ღვინო  - 30 მლ (თეთრი)


მომზადების წესი:
ეს რეცეპტი ძალიან განსხვავდება სხვა ღვიძლის რეცეპტების მომზადებისგან. აქ ღვიძლი გამოდის მოტკბო გემოთი და ამასთანავე მწარე. იმბირისა და წიწაკის გამო. გარნირი უხდება ბრინჯისგან.
ღვიძლი გავასუფთავოთ,
 
დავამატოთ სოიოს სოუსი, ღვინო და დავტოვოთ 30 წუთით.
შევწვათ ღვიძლი, სანამ არ გამუქდება. დავამატოთ დაჭრილი წიწაკა.
 
2 წუთში დავამატოთ მწვანე ხახვი.
 
ნიორი წვრილად დავჭრათ, ჯანჯაფილი გავხეხოთ და დავამატოთ ღვიძლში.
 
მანდვე დავამატოთ შაქარი, მწარე წიწაკა და სოიოს სოუსი. კარგად ავურიოთ და მზად არის.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ქათმის ღვიძლი იაპონურად, qatmis gvidzli iaponurad
ნანახია: 4616 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0