მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ქათმის ბარკალი სოუსით qatmis barkali sousit
2011-10-15, 9:56 AM
მასალად საჭიროა:
4 ულუფა
ქათმის 8 ასოცგრამიანი ბარკალი
4 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
შავი პილპილი
1 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. კვლიავი
2 ჩ.კ. შაქარი
2 ს.კ. ზეთი
150 გ ფორთოხლის მარმელადი
3-4 ს.კ. მდოგვი

1. შეურიეთ ერთმანეთს წითელი წიწაკა, შავი პილპილი, მარილი, კვლიავი და შაქარი. მიღებული მასა წაუსვით ქათმის ბარკლებს.
2. ბარკლები დააწყვეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე და შეწვით ღუმელში 30 წთ. შეწვისას ერთხელ გადააბრუნეთ.
3. სოუსისათვის გაადნეთ ფორთოხლის მარმელადი და დაუმატეთ მდოგვი. შემწვარი ბარკლები სუფრასთან მიიტანეთ სოუსთან ერთად.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 3201 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0