მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

კუპატი
2011-10-14, 1:04 PM
ღორის ნაწლავები ჩამდინარე წყალზე გავრეცხოთ, შემდეგ შუაზე გავჭრათ

სიგრძით და კიდევ კარგად გავრეცხოთ. ნაწლავებს სუფრის მარილი დავაყაროთ, კარგად გავწმინდოთ და თან ვრეცხოთ; შემდეგ სიმინდის ფქვილით გავასუფთავოთ და ვრეცხოთ. გასუფთავებული ნაწლავები დანარჩენ შიგნეულობასთან (გული, ღვიძლი, თირკმელები) ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ (ძალიან არ უნდა ჩაიხარშოს). დავნაყოთ წიწაკა, მარილი, ნიორი, ქონდარი, ქინძი (გამხმარი) და ერთმანეთში ავურიოთ. მოხარშული შიგნეულობა ამოვიღოთ ქვაბიდან და დავჭრათ ძალიან წვრილად. შიგ ავურიოთ აღნიშნული სანელებლები და მარცვლებად დარჩეული ბროწეული (ან კოწახური).

წინასწარ გასუფთავებულ, გარეცხილ ნაწლავს წამოვაგოთ განიერძირიანი ძაბრი, რომლის საშუალებითაც ნაწლავი ამოვავსოთ გამზადებული შიგნეულით. თითოეული კუპატისათვის ნაწლავი შიგნეულით ამოვავსოთ 20-30 სანტიმეტრი სიგრძეზე. თითოეულ კუპატს თავი და ბოლო შევუერთოთ და შევკრათ მომსხო ძაფით. მომზადებული კუპატები მდუღარეწყლიან ქვაბში ჩავუშვათ, მაშინვე უკან ამოვიღოთ და დავკიდოთ. კუპატის მოთავსება მდუღარე წყალში საჭიროა იმიტომ, რომ ნაწლავის შიგნით ცარიელი სივრცე შეივსოს.

ასეთი წესით მომზადებული კუპატი შევწვათ და მივიტანოთ სუფრაზე.

კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: კუპატი, kupati
ნანახია: 1426 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0