მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

კომბოსტოს შნიცელი kombostos shniceli
2011-10-15, 10:16 AM
მასალად საჭიროა:
4 ულუფა
კომბოსტოს 8 ფურცელი
8 ნაჭერი ლორი
2 კვერცხი
8 ნაჭერი ყველი
100 გ დაფხვნილი ორცხობილა
4 პამიდორი
100 გ ზეთი
2 კბილი ნიორი
დაფქული შავი პილპილი
მარილი

1. კომბოსტოს ფურცლები გათუთქეთ მარილწყალში. ლორის ნაჭრები შეწვით. კვერცხს შეურიეთ 2 ს.კ. წყალი და ათქვიფეთ.
2. კომბოსტოს ფურცლებს მოაცილეთ უხეში ადგილები. თითოეულ ფურცელზე მოათავსეთ ლორი და ყველი, მოაყარეთ პილპილი და კონვერტისებურად გადაახვიეთ.
3. შნიცელი ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ _ ათქვეფილ კვერცხსა და დაფხვნილ ორცხობილაში და შეწვით. პამიდორი დაჭერით სქელ რგოლებად.
4. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ დანაყილი ნიორი და შეწვით პამიდორი. გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით ტაფაში დარჩენილი წვენი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. გვერდით დაუდეთ შნიცელი. შეგიძლიათ, გააფორმოთ მწვანილით.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1440 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1