მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

კარტოფილი ღვიძლის შიგთავსით kartofili gvidzlis shigtavsit
2011-10-15, 10:02 AM
მასალად საჭიროა:
4 ულუფა
200 გ საქონლის ღვიძლი
1 თავი ხახვი
40 გ ლორი
8 კარტოფილი
სოუსისთვის:
1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
4 ს.კ. ხორცის ბულიონი
1 თავი ხახვი
15 გ კარაქი
1 დაფნის ფოთოლი
4 ს.კ. არაჟანი
პილპილი და მარილი გემოვნებით

1. ღვიძლი დაჭერით თხლად, ხახვი - ალყა-ალყა. კუბებად დაჭრილი ლორი მოშუშეთ ხახვთან ერთად, დაუმატეთ ღვიძლი და განაგრძეთ შუშვა.
2. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, შემდეგ გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გული, ისე რომ 3 მმ სისქის კედლები დარჩეს და ამოავსეთ ღვიძლიანი მასით.
3. სოუსისთვის მოხალეთ ფქვილი, დაუმატეთ ბულიონი და ურიეთ შესქელებამდე. ხარშეთ 5 წთ. გააგრილეთ, გაწურეთ, შეურიეთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი, კარაქი, პილპილი, დაფნის ფოთოლი და მარილი. ხარშეთ კიდევ 15 წთ. გამორთვამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ არაჟანი და წამოადუღეთ.
4. ღვიძლით ამოვსებულ კარტოფილს მოასხით არაჟნის სოუსი და შედგით ღუმელში 10-15 წთ.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 2204 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1