მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ღვინოში მოშუშული წიწილა(gvinoshi moshushuli wiwila)
2011-12-24, 6:20 PM
მასალად საჭიროა:
წიწილა  - 1 ც
თავი ხახვი  - 200 გრ
კარაქი  - 50 გრ (ნაღების)
წითელი ღვინო  - 1,5 ჭიქა
ოხრახუში  - გემოვნებით
ქინძი  - გემოვნებით
მარილი  - გემოვნებით

მომზადების წესი:
წიწილა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ,
 
ჩავდოთ ქვაბში და მოვშუშოთ,
 
დავამატოთ წვრილად
დაჭრილი ხახვი,
 
კარაქი, მოვაყაროთ მარილი და კარგად შევწვათ. დავამატოთ 0,5 ჭიქა წითელი ღვინო,
 
ვშუშოთ რამოდენიმე წუთი, დავამატოთ 1 ჭიქა ღვინო, წვრილად დაჭრილი მწვანილი და
მოვურიოთ, წამოვადუღოთ და 5 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ღვინოში მოშუშული წიწილა, gvinoshi moshushuli wiwila
ნანახია: 1772 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0