მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ღორის თავ-ფეხის საცივი
2012-03-08, 2:38 PM

 მასალად საჭიროა:
ღორის თავ-ფეხი - 4 კილოგრამი
ხახვი - 4-5 თავი
სტაფილო - 3-4 ცალი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი
ნიორი - 1 თავი
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით



მომზადების წესი:
ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შეიძლება კარგად, გავრეცხოთ. ფეხები გავჭრათ შუა-შუა; თავი კი გავჭრათ ოთხად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავადგათ მოსახარშად. დუღილის დროს ჩავამატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილი. როდესაც ხორცი ისე მოიხარშება რომ ჩაიშლება და ძვლებს მოშორდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვალაგოთ ნახარშიდან, მოვაშოროთ ძვლებს რბილობი და დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ სუფთა ქვაბში, ზევიდან დავაწუროთ თავისი ნახარში და ავადუღოთ. ადუღებისას შევანელოთ მარილით, დანაყილი ნივრით.
კერძის გაფორმების მიზნით, მოხარშული სტაფილო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვათავსოთ განიერ ჭურჭელში, დავასხათ ზემოაღნიშნული ნახარში და გავაცივოთ. როცა გამაგრდება, დავჭრათ, გადმოვაბრუნოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე სუფრაზე მისატანად.



 

 

 

კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: gori, საცივი, ღორის თავ-ფეხის საცივი, თავ-ფეხის, sacivi, ღორის, tav-fexi
ნანახია: 1903 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0