მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ღორის ფეხების მუჟუჟი
2012-03-08, 2:33 PM

 მასალად საჭიროა:
ღორის ფეხები - 10 ცალი
ძმარი - 3 ჩაის ჭიქა
პილპილი - 10-15 მარცვალი
დაფნის ფოთოლი - 10 ცალი
მარილი - გემოვნებით



მომზადების წესი:
ღორის ფეხები კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ. ძმარში ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები, დავასხათ 3-4 ჩაის ჭიქა ღორის ფეხების ნახარში, დავდგათ ცეცხლზე და რამოდენიმეჯერ წამოვადუღოთ. მოხარშული ფეხები შუა-შუა ჩავჭრათ, ჩავალაგოთ ქილაში, დავასხათ ცხელ-ცხელი შეზავებული ძმარი, დავახურო თავი და შევინახოთ ცივ ადგილას. ასე მომზადებული ღორის ფეხები საჭმელად ვარგისია მეორე დღიდან და ინახება ორი კვირის განმავლობაში ცივად.




 

 

 

კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: gori, xorci, ღორის ფეხების მუჟუჟი, მუჟუჟი, ფეხების, ღორის, mujuji
ნანახია: 2357 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0