მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები |
ღორის ხორცი სოკოთი goris xorci sokoti
2011-10-15, 9:40 AM | |
მასალად საჭიროა: 6 ულუფა 2 ს.კ. ფქვილი 1 ჭიქა არაჟანი 1 ჭიქა ხორცის ბულიონი 1 ს.კ. აჯიკა 1 კგ ღორის მკერდის რბილი ნაწილი 100 გ ღორის ქონი 600 გ შემწვარი სოკო 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო 6 ნაჭერი ხორბლის პური დაფქული შავი პილპილი მარილი 1. სოუსის მოსამზადებლად მოხალეთ ფქვილი, შეურიეთ არაჟანი, დაასხით ბულიონი, დაუმატეთ მარილი და ადუღეთ შესქელებამდე. დაუმატეთ აჯიკა და გაწურეთ. 2. ღორის ხორცი დაჭერით 6 ნაწილად, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, შეწვით ჯერ ტაფაზე ღორის ქონში, შემდეგ _ ღუმელში. 3. სოკო დაჭერით წვრილად და დაასხით ღვინო. 4. პურის ნაჭრებს მოაცილეთ ქერქი და შებრაწეთ ხორცის შეწვის შემდეგ დარჩენილ ცხიმში. პურზე დაალაგეთ ღორის ხორცი, მოასხით სოუსი და სუფრასთან მიიტანეთ სოკოს გარნირთან ერთად | |
ნანახია: 2132 | რამოტვირთვები: 0 | |