მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ღორის ხორცი მომჟავო-მოტკბო სოუსში(goris xorci sousit)
2011-12-24, 3:57 PM
მასალად საჭიროა:
ღორის ხორცი  - 350 გრ (რბილი ნაწილი)
შაქარი  - 5 გრ
სტაფილო  - 100 გრ (პატარა)
ანანასი  - 200 გრ
კრახმალი  - 15 გრ
სოიოს სოუსი  - 50 მლ
ზეთი  - 40 მლ
წიწაკა  - 1 ცალი ( ტკბილი)

მომზადების წესი:
ამ რეცეპტის მომზადება შეიძლება 15-20 წუთში.
 
ღორის ხორცი დავჭრათ გრძელ 1,5 სისქის ზომის ნაჭრებად.
ხორცი შეიძლება დავკეპოთ.
ხორცისთვის მოვამზადოთ მარინადი. ამისათვის სოიოს სოუსი , კრახმალი, შაქარი შევურიოთ ერთმანეთში. თუ სოუსი იქნება ტკბილი, მაშინ შაქარი არ დაგვჭირდება.
 
ტკბილი წიწაკას ამოვაცალოთ გული და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად.
ტაფაზე დავასხათ ზეთი და შევბრაწოთ წიწაკა პატარა სტაფილოებთან ერთად 3-5 წუთის განმავლობაში.
 
მანდვე დავამატოთ ანანასის ნაჭრები გავაჩეროთ 5 წამი და მოვხსნათ ცეცხლიდან.
 
ხორციც შევბრაწოთ
 
სოუსთან ერთად, რომელიც მოვამზადეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
როცა ღორის ხორცი მზად იქნება, დავამატოთ შებრაჭული ბოსტნეული. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მზად არის.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: goris xorci sousit, ღორის ხორცი მომჟავო-მოტკბო სოუსში
ნანახია: 2390 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0