მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ჩანახი
2011-10-14, 1:49 PM

მასალად სჭიროა:

ცხვრის ხორცი – 1კგ

ცხვრის დუმა -0,2კგ
ბადრიჯანი – 1 კგ (6-7ცალი)
პამიდორი – 1კგ.
კარტოფილი – 0,7-0,8 კგ
ხახვი – 0,2კგ (4-5 თავი)
ნიორი – 1 თავი
მწვანილი: ქინძი, ოხრახუში, ნიახური,რეჰანი – 3-3 ძირი
ხმელი ქინძი
წიწაკა
მარილი


ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამავე ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელ-მთელი (თავმოჭრილი) ბადრიჯანი; ოთხად, სიგრძივ გაჭრილი კარტოფილი და მთელ-მთელი მწიფე პამიდორი.

მოშუშული დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა, დანაყილი ხმელი ქინძის თესლი. აღნიშნული გულსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დავარღვიოთ მთლიანობა.

ცალკე შევწვათ დაჭრილი ცხვრის ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში ფენა-ფენად, ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ ხორცი, დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, პამიდორი, ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი და ზევიდან პამიდორი. დავასხათ გულსართისა და ცხიმის ნარჩენები და 15-20 წუთი ვშუშოთ.

და რათქმაუნდა უმარილო საჭმელი რომ არ გამოგვივიდეს შეწვისას ყველაფერს ცოტა-ცოტა მარილი მოვაყაროთ, რათქმაუნდა გემოვნების და თვალზომის მიხედვით.

ჩანახი სასურველია მომზადეს თიხის ჭურჭელში, თუ არ გვაქვს უდრო დიდი გულით და ბარაქიანი ხელით გავაკეთოთ, რომ გემოთი არანაკლები გამოგვივიდეს.


კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ჩანახი, chanaxi
ნანახია: 1435 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0