მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ჩახოხბილი ქათმის(qatmis chaxoxbili)
2011-10-14, 11:43 AM

ქათამი – 1 ცალი; (1-1,3 კგ):

ხახვი – 3 ცალი, პომიდორი – 1 კგ,

ნაღების კარაქი – 1 სუფრის კოვზი;

ნიორი – 2-3 კბილი;

ოხრახუში, ქინძი, წითელი წიწაკა დაფქული 1-1,5 ჩაის კოვზი,

სუნელი – 1 ჩაის კოვზი.


ქათამი დავჭრათ დიდ ნაჭრებად, ჩავდოთ წინასწარ გახურებულ ქვაბში, ვშუშოთ დახურულ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.გადავასხათ გამოყოფილი წყალი ცალკე ჭურჭელში.გავარძელოთ შეწვა 10 წუთის განმავლობაში თავღია ჭურჭელში და თანდათან ვამატოთ წყალი, რომ არ მიიწვას ხორცი.

მოვაყაროთ ოდნავ მარილი. დასასრულს დავამატოთ დაჭრილი ხახვი, თანდათანობით კარაქი და მოვშუშოთ კიდევ 5 წუთით. პომიდორს დავასხათ მდუღარე, მოვაცილოთ კანი, გავჭრათ ოთხად და დავუმატოთ ხორცს.

ვშუშოთ კიდევ წვენის გამოყოფამდე (20-30 წთ). დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, დაჭრილი ან დანაყილი ნიორი და სუნელი. ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი. უნდა მიირთვათ ცხლად.


კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: chax, ჩახ, ჩახოხბილი, chaxoxbili, chaxox
ნანახია: 5956 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1