მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ბოზბაში
2011-10-14, 12:58 PM
მასალად საჭიროა:
ცხვრის ხორცი – 800გრამი,
ერბო – ერთი სუფრის კოვზი,
ხავი – 1-2 თავი
მუხუდო – 5 სუფრის კოვზი,
ვაშლი 300 გრანი,
ტომატი – ½ ჩაის ჭიქა,
მწვანილი, შავი პილპილი და მარილი გემოვნების მიხედვით.

ცხვრის ხორცს დავასხათ 15 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში. ხარშვის დროს  მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ამავე სუპში ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული და კანგაცლილი 150 გრამი მუხუდო ან ცერცვი და განვაგრძოთ ხარშვა. 10 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ 1 სუფრის კოვზ ერბოში და ჩავუშვათ  სუპში. ჩავყაროთ აგრეთვე 300 გრამი დახეხილი ან წვრილად დაჭრილი ვაშლი. ჩავასხათ ტომატი, შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. შემდეგ ჩავყაროთ შემწვარი ან მოხარშული ცხვრის ხორცის იმდენი ნაჭერი, რამდენი კერძიც უნდა იქნეს მიტანილი სუფრაზე.

კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ბოზბაში, bozbashi
ნანახია: 1330 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0