მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ბაჟე
2011-10-14, 1:45 PM
მასალად საჭიროა:
ქათამი
2 ჩაის ჭიქა ნიგოზი
1 ჩაის კოვზი ზაფრანა
1 ჩაის კოვზი სუნელი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1-2 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი ძმარი
წიწაკა, მარილი გემოვნებით

გასუფთავებული ქათამი ხარშეთ 5-10 წთ მარილიან წყალში. შემდეგ შეწვით და დაჭერით ნაჭრებად.

დანაყეთ ზაფრანა, მარილი და ნიორი. ცალკე დანაყეთ ნიგოზთან ერთად ხმელი სუნელი, წიწაკა, ქინძი. შემდეგ აურიეთ ერთმანეთს და კარგად ასრისეთ, სანამ ნიგოზი ზეთს არ გამოიდენს. ეს ზეთი გადაინახეთ. შემდეგ გახსენით ნარევი ანადუღარ ცივ წყალში საშუალო სისქის საწებლის მიღებამდე.

ჩააწყვეთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები მიღებულ საწებელში და ზემოდან მოასხით ნიგვზის ზეთი.


კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ბაჟე, baje
ნანახია: 1468 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0