მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ბადრიჯანი აღმოსავლურად badrijani agmosavlurad
2011-10-15, 10:05 AM
მასალად საჭიროა:
4 ულუფა
2 ბადრიჯანი
300 გ ცხვრის ხორცის ფარში
2 კბილი ნიორი
2 პამიდორი
40 გ მაგარი ყველი
50 გ კარაქი ან მარგარინი
პილპილი
მარილი
ოხრახუში მოსართავად

1. ბადრიჯანი გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გული. ცხვრის ფარშს შეურიეთ ბადრიჯნის დაჭრილი შიგთავსი, დანაყილი ნიორი, პილპილი და მარილი. მიღებული მასით ამოავსეთ ბადრიჯნები.
2. ზემოდან გაანაწილეთ რგოლებად დაჭრილი პამიდორი და გახეხილი ყველი. ბადრიჯნები მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში 30 წთ.
3. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ოხრახუშით.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1554 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0