MENU
მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

აფხაზურა
2011-12-17, 12:55 PM

 მასალად საჭიროა:

ღორის ხორცი - 1 კგ. შეიძლება ძროხის და ღორის ხორცის არევა 40-60 %-ით;
ხახვი - 600 გრ;
ბროწეული - გემოვნებით, დაახლოებით 1 დიდი თავი;
წიწაკა, მარილი ხმელი ქინძი
ქონდარი - ცოტა, სურვილის შემთხვევაში;
ბადე-ქონი - საკმარისი რაოდენობის (2 ღორის). თითო აფხაზურს 2-ჯერ უნდა შემოეხვიოს კარგად გაშლილ მდგომარეობაში;
ხორცაკეპი მანქანა, ქვაბი, შესაწვავი ტაფა.


მომზადების წესი:


გაატარეთ ხორცი და ხახვი;

შეკაზეთ სუნელებით და ბროწეულით;

გადაახვიეთ ბადე-ქონში. აიღეთ ბადე-ქონი, გაწელეთ და დაიდევით ხელის გულზე, ზემოდან დაადევით ხორცის ამოგუნდავებული ბურთულა (ხელის გული რომ გაავსოს ისე) და გაახვიეთ ბადე-ქონი ზემოდან. ზედმეტი მოაჭერით დანით ან მაკრატლით;

4. ჩაალაგეთ ქვაბში ან თასში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით მაინც. შეგიძლიათ მოამზადოთ წინა დღეს და შეწვათ სუფრაზე მიტანის წინ;

5. სუფრაზე „მიდის" ცხელი. შეწვისათვის გააცხელეთ ტაფა და ზეთი, დააწყვეთ აფხაზურები და შეწვით. შეწვის წესები მსგავსია კატლეტის შეწვის ტექნოლოგიის;

6. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ მოაყაროთ ახალ დარჩეული ბოწეული.


კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: afxazura, აფხაზურა
ნანახია: 788 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0