მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ცხვრის ხორცის სუპი სოკოთი
2010-12-26, 7:47 PM
მასალად საჭიროა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი,
ხახვი - 1-2 თავი,
სხვადასხვა მწვანილის ძირები - თითო ცალი,
გამხმარი სოკო - 100 გრამი ,
ტომატი  - სამი-მეოთხედი ჩაის ჭიქა ,
არაჟანი - ერთი მეორედი ჩაის ჭიქა ,
მარილი გემოვნების მიხედვით.

ერთ კილოგრამ ცხვრის ხორცს დავასხათ 16 ჩაის ჭიქა წყალი და მოვხარშოთ ბულიონი.თან ჩავახარშოთ ხახვი, სხვადასხვა მწვანილის ძირები და სოკოები. ხორცი რომ კარგად მოიხარშება,
ამოვიღოთ ბულიონიდან. ხახვი და ძირები კოვზით დავსრისოთ  და შემდეგ ფლავსაწურში გავწუროთ. დავუმატოთ ტომატი და  სუფრაზე მიტანის წინ ჩავასხატ შიგ ერთი-მეორედი ჭიქა 
არაჟანი. ან არაჟანი შეიძლება ცალკე ჭურჭლითაც მივიტანოთ სუფრაზე.

კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1171 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0