მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

სუფი ღორის ხორცისგან(supi goris xorcisgan)
2011-12-24, 5:30 PM
მასალად საჭიროა:
ღორის ხორცი  - 500 გრ
ხახვი  - 1 თავი
სტაფილო  - 1 ცალი
გრძელი ბრინჯი  - 0.5 კგ
ტომატის პასტა  - 2 ს/კ
ნიორი  - 2 კბილი
წითელი ღვინო  - 1 ს/კ (ან ძმარი)
შავი წიწაკა  - გემოვნებით
დაფნის ფოთოლი  - 1 ცალი
მარილი  - გემოვნებით
ქინძი  - გემოვნებით
ოხრახუში  - გემოვნებით

მომზადების წესი:
ხორცი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად,
 
დავასხათ 2 ლიტრა წყალი, ჩავყაროთ მარილი და ვხარშოთ 40 წუთი. მერე ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა. დავჭრათ ხახვი,
 
დავჭყლიტოთ ნიორი,
 
გავხეხოთ სტაფილო და ეს ყველაფერი ვშუშოთ ზეთში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვამატებთ ღვინოს და ვურევთ 10 წუთი.
 
ქვაბიდან ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა და ჩავყაროთ ჩვენს მიერ ჩაშუშული ბოსტნეული.
 
ბრინჯი გავრეცხოთ და დავამატოთ სუფში.
 
ვხარშოთ 15 წუთი.
ჭამის წინ დავაყაროთ ოხრახუში და ქინძი.
კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: სუფი ღორის ხორცისგან, supi goris xorcisgan
ნანახია: 2172 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0