მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ლობიოს სუპი ზეთით
2010-12-27, 8:29 AM
მასალად საჭიროა:
ლობიო - 500 გრამი ,
ზეთი - 4 სუფრის კოვზი ,
ხახვი-2 თავი,
სხვადასხვა მწვანილი-1 პატარა კონა (ქინძი აუცილებელია)
დაფნის ფოთოლი -3 ცალი,
მარილი გემოვნების მიხედვით.

მომზადების წესი:
კარგად დარჩეული ლობიო გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი წყალი რომ ოთხჯერ მეტი იყოს ვიდრე ლობიო. ჩავაყოოთ დაფნიფოტლები .მოხარშვის შემდეგ ჩავყაროთ მარილი გემოვნების მიხედვით,
წვრილად დაჭრილი ყოველგვარი მწვანილი და ცალკე ტაფაზე ზეთში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ხახვი. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა და ქინძი. სურვილის მიხედვით შეიძლება დაემატოს 2-3 კოვზი ძმარი. თუ ლობიომ ხარსვის დროს წყალი ძალიან შეიშრო 
(რაც ლობიოს ხარისხზეა დამოკიდებული)
დუღილის დროს დავუმატოთ ცხელი წყალი.





კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 2072 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0