მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ხაში ცხვრის შიგნეულისა და თავ ფეხისაგან
2010-12-25, 5:33 PM
მასალად საჭიროა:
ცხვრის თავ ფეხი- 2 კგ
გასუფთავებული კუჭ- ნაწლავი-600 გრამი,
ძმარი ერთი-მეორედი ჩაის ჭიქა, 
მარილი- გემოვნების მიხედვით.

კარგად გასუფთავებული თავ-ფეხი და მსუქანი კუჭ ნაწლავი მოვათავსოთ დიდ ქვაბში . ზედ დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. მოხარშული თავ-ფეხი და კუჭ-ნაწლავი ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ ძლიერ წვრილად. შემდეგ კვლავ ჩავყაროთ ქვაბში დავასხათ ძმარი და მარილით შევანელოთ. დანაყილი ნიორი გავხსნათ ცივ წყალში და სუფრაზე მივიტანოთ ცალკე ჭურჭლად 
კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1229 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0