მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ხარჩო
2010-12-28, 6:30 PM
მასალად საჭიროა:
საქონლის ხორცი -180გრ,
ბრინჯი - 3გრ,
ხახვი - 3გრ,
ტომატი - 2გრ,
მარილი და ნიორი გემოვნებით,
სუნელი - 0.4გრ,
მწვანილი - 15გრ,
კარაქი - 3გრ. 


მოვხარშოთ საქონლის მკერდის ნაჭერი, ბულიონი გავწუროთ და კერძი მისგან დავამზადოთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ საქონლის ცხიმთან ერთად, რომელიც ბულიონს მოუხადეთ, დავუმატოთ ცოტა ოდენობის კარაქი, ხახვის შუშვის დროს ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა, ნიახური და ქინძი. დავუმატოთ ტომატი და ცოტა ბულიონი, რომ არ მიგვეწვას. როცა კარგად მოიშუშება ქვაბი შევავსოთ ბულიონით. ჩავყაროთ გარეცხილი გრძელი ბრინჯი და ვხარშოთ, დავუმატოთ მარილი, ხარჩოს სუნელი, ნიორი, ცოტა ოდენობის წვრილად დაჭრილი ოხრახურში. ხორცი დავჭრათ და მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ 3 წუთი.







კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 5383 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1