მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ქათმის სუპი
2010-12-25, 5:59 PM


მასალად საჭიროა:
საშუალო ზომის ქათამი -1 ცალი,
ოხრახუში და კამა-100 გრამი,
კარტოფილი 50 გრამი,
ბრინჯი ერთი-მეორედი ჩაის ჭიქა 
მარილი - გემოვნების მიხედვით

კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ მოზრდილ ქვაბში, დავასხათ  10 - 12 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და შევდგათ საშუალო სიძლიერის ცეცხლზე. დუღილის დაწყებამდე ჩავუმატოთ ხახვი, კონად შეკრული კამა და ოხრახუში. ადუღებისთანავე მოვხადოთ ქაფი. მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ქათამი, გადავავლოთ ცივი ჭყალი და შევინახოთ ბულიონი გავწუროთ და ისევ შევდგათ ცეცხლზე . ჩავყაროთ შიგ ბრინჯი , შემდეგ კარტოფილი , მარილი. ბრინჯი და კარტოფილი კარგად რომ მოიხარშება, სუპი გადმოვდგათ , გავაგრილოთ და ჩავასხათ სასუპე ჭურჭელში. ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრიილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე . მოხარშული ქათამი რომელიმე საწებლით შესაძლოა მეორე თავად გამოვიყენოთ.
კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1993 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1