მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

გასპაჩო (gaspacho)
2011-12-24, 5:41 PM
მასალად საჭიროა:
პომიდორი  - 1500 გრ
ხახვი  - 1 თავი
მარილი  - გემოვნებით
პური  - 150 გრ (თეთრი)
ბულგარული წიწაკა  - 2 ცალი (წითელი)
ნიორი  - 2 კბილი
ზეითუნის ზეთი  - 50 მლ
კიტრი  - 200 გრ

მომზადების წესი:
ყველასათვის ცნობილი ესპანური ცივი სუფი, რომელიც უკვე დიდი ხანია პოპულარულია მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ცხელ ამინდებში.
პომიდორზე გავაკეთოთ ჯვრისებური ჩაჭრა და 1-2 წუთით ჩავდოთ მდუღარე წყალში. ამის შემდეგ მოვაცალოთ პომიდორს კანი.
 
დავაბლენდეროთ გასუფთავებული პომიდორი, 1 ცალი წითელი წიწაკა და 1 თავი ხახვი. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი პიურე.
 
ნიორი დავჭყლიტოთ მარილთან ერთად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და დარბილებული პურის გული.
 
დავამატოთ 1 ჩ/კ წყალი, ყველაფერი კარგად ავურიოთ.
ეს ყვეაფერი დავამატოთ დაბლენდერებულ მასაში.
 
თუ სუფი გამოვა სქელი, შეიძლება დავამატოთ წყალი ან პომიდორის წვენი. შევინახოთ სუფი მაცივარში 1-2 საათით. სუფი უნდა კარგად გაცივდეს.
თეთრი პური დავჭრათ პატარა კუბიკებად და გავაშროთ ტაფაზე.
 
ბულგარული წიწაკა და კიტრი ასევე დავჭრათ პატარა კუბიკებად.
 
 
მირთმევის წინ ჩავყაროთ დაჭრილი კიტრი პური და წიწაკა სუფში.
კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: gaspacho, გასპაჩო
ნანახია: 1727 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0