მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ძროხის ხორცის ბულიონი
2010-12-25, 3:59 PM
მასალად საჭიროა
ძროხის ხორცი - 500 გრამი
ოხრახუში, ხახვი, სტაფილო-2-3 ძირი
მარილი - გემოვნები მიხედვით.ხორცი გავრეცხოთ 


ხორცი გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ ქვაბში 
(ძვლები წინასწარ დავჩეჩქვოთ), დავასხათ 2 - 3 ლიტრი ცივი
წყალი,ქვაბს დავახუროთ ხუფი და შევდგათ ძლიერ ცეცხლზე, რომ წყალი სწრაფად ადუღდეს.
შემდეგ ცეცხლი შევანელოთ, ისე რომ ბულიონმა ნელა იდუღოს. ქაფი მოვხადოთ ქაფქირით. ქაფის ცხიმოვანი ნაწილი გამოვიყენოთ ხახვის მოსახრაკად . დიღილის დაწყებიდან ერთი ან ნახევარი საათის შემდეგ ბულიონი შევანელოთ მარილით.
ხარშვის დროს ხორციდან გამოვა მინერალური მარილები და ექსტრაქტული ნივთიერებანი, რაც ბულიონს განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
როდესაც ხორცი მოიხარშება, ქვაბიდან ამოვიღოთ,
ბულიონი კი გავწუროთ. ხორცის ხორცის ბულიონში უნდა ჩაიხარშოს ოხრახუშის ძირი , ხახვი და სტაფილო (შეიძლება ცოტა ნიორიც), ყველაფერი ეს ბულიონში ჩაიყრება ქაფის მოხდის შემდეგ. მოხარშული ძირეულები(გარდა ხახვისა) შეიძლება გამოვიყენოთ სხვა კერძებისთვის.

კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1430 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1