მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ჩიჟი-ბიჟი
2011-12-17, 1:12 PM
მასალად საჭიროა:
კვერცხი, ხახვი,
პომიდორი, ზეთი,
ბულგარული წიწაკა,
მწვანილები, პილპილი,
მარილი, ძეხვი ან სოსისი

მომზადების წესი:
ზეთში დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი;
დავამატოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი ან პომიდვრის საწებელი;
5 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე;
დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი;
3–4 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე;
დავამატოთ საშუალო ზომაზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა;
დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი;
გემოვნებით ვუქნათ მარილი და წიწაკა.
თუ გიყვართ ძეხვეულობა შეგიძიათ ბოლოს დაამატოთ წვრილად დაჭრილი ძეხვი ან სოსისი, მაგრამ პირადად მე გირჩევთ ძეხვეულის გარეშე გააკეთოთ, უფრო გემრიელია .
კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: chiji biji, ჩიჟი-ბიჟი
ნანახია: 5722 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.3/3