მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ბულიონი ძვლებისაგან
2010-12-25, 4:42 PM
მასალად საჭიროა:
ძვლები- 500 გრამი,
ხახვი და სტაფილო - თითო საშუალო ძირი,
ოხრახუშის ძირები,
მარილი- გემოვნების მიხედვით


ძვლების ბულიონი მზადდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხორცისგან უნდა მომზადდეს სადილის მეორე თავი კერძი . ძვლები რომ ადვილად და უფრო კარგად მოვხარშოთ , ისინი უნდა დაიჩეჩქოს ძლიერ პატარა ნაწილებად .
ჯერ გარეცხილი და შემდეგ დაჩეჩქვილი ძვლები ჩავყაროთ ქვაბში , დავასხათ ცივი წყალი და შევდგათ ცეცხლზე . ძვლების ბულიონი ისევე როგორჩ ხორცისა იხარშება ნელ ცეცხლზე . დროგამოშვებით მოვხადოთ ქაფი . ხარშვის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში იქნება 2- 3 საათი .
ბულიონის გემოს გასაუმჯობესებლად დუღილის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ უნდა ჩავყაროთ ხახვი  , სტაფილო და ოხრახუშის ძირები . მარილი გემოვნების მოხედვით . დამზადებული ბულიონი გავწუროთ .
სინოყიერითა და გემოვნებით ძვლის ბულიონი კარგია , ვინაიდან მასში არის შაქარი , სრულფასოვანი ცხიმები და ფოსფორის მარილები , მაგრამ ძვალში არ არის  იმდენი ექსტრაქტული ნივთიერება , რამდენიც მოიპოვება ხორცში. ამიტომ უმჯობესია ბულინი მომზადდეს ძვალ-რბილისგან.
კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1697 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0