მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ბაჟე
2011-01-07, 4:43 PM
მასალად საჭიროა:
2-3 ჩაის ჭიქა ნიგოზი
2 კბილი ნიორი
1 ჩ/კ. ქინძის თესლი
ქინძი, წიწაკა, იმერული ზაფრანა,
მარილი გემოვნებით.


ნიგოზი, ნიორი, დაფქვული ქინძის თესლი, ქინძი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, მარილი კარგად დავნაყოთ ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ყველაფერი კარგად ავურიოთ, გამოვწუროთ ზეთი და ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში. ნიგვზის მასას დავამატოთ ღვინის ძმარი, გავხსნათ ანადუღარ ცივ წყალში, ან გაცივებულ ბულიონში და მივიყვანოთ სასურველ სისქემდე.
მოხარშული ან შემწვარი ფრინველის ხორცი, ან თევზი ჩავალაგოთ შესაბამის ჭურჭელში. დავასხათ ბაჟე და ზემოდან მოვასხათ ნიგვზის ზეთი.



კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ბაჟე baje
ნანახია: 4591 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/2