მთავარი » ფაილები » ბოსტნეულის კერძები

ეკალა ნიგვზით
2011-10-14, 12:14 PM
მასალად საჭიროა:
1 კგ ეკალა;
200 გრ ნიგოზი;
5 სუფრის კოვზი ძმარი;
1 კონა ქონდარი;
3 კბილი ნიორი;
ერთნახევარი კონა ქინძი;
1 კონა ომბალო;
მარილი და წიწაკა გემოვნებით

ეკალა გაარჩიეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ აუღებულ წყალში და მოხარშეთ ისე, რომ ძალიან დარბილდეს. შემდეგ დაასხით ცოტა წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს და გადაიტანეთ საწურზე, გაწურეთ ხელით და დაჭერით სანტიმეტრის სიგრძეზე. დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, ქონდარი, ომბალო, ყოველივე აგლისეთ ძმარში და საკაზმით შეაზავეთ ეკალა.

კატეგორია: ბოსტნეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ეკალა ნიგვზით, ekala, ნიგვზით, ეკალა, nigvzit
ნანახია: 2124 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0