მთავარი » ფაილები » ბოსტნეულის კერძები

ჭარხლის ფოთოლი ნიგვზით
2011-10-14, 12:19 PM
მასალად საჭიროა:
1 კგ ჭარხლის ფოთოლი;
2 ჩის ჭიქა ნიგოზი;
დაჭრილი კამა, ხახვი, პიტნა, ნიორი...

გაარჩიეთ და გარეცხეთ ჭარხლის ფოთოლი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა მდუღარე წყალი, ქვაბს სახურავი დაახურეთ და ხარშეთ. მოხარშული ჭარხლის ფოთოლი გააცივეთ, ხელით გარგად გაწურეთ. დანაყეთ ქინძი, წიწაკა, ნიორი და მარილი, დაუმატეთ დანაყილი ნიგოზი, დაჭრილი კამა, ხახვი, პიტნა, ყველაფერი ხელით აურიეთ ერთმანეთში. მზა კერძი გადაიტანეთ შესაფერის ჭურჭელში.

კატეგორია: ბოსტნეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ნიგოზი, ჭარხალი, ჭარხლის ფოთოლი ნიგვზით, charxlis fotoli nigvzit, ფოთოლი, charxali
ნანახია: 2629 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1