მთავარი » ფაილები » ბოსტნეულის კერძები

ბულგარული წიწაკა ფხვიერი შიგთავსით(bulgaruli wiwaka)
2011-12-24, 6:40 PM
მასალად საჭიროა:
ბატკანი, ღორი ან ძროხის ხორცი  - 200 გრ
ხახვი  - 2 ცალი
სტაფილო  - 1 ცალი
პომიდორი  - 2 ცალი
ნიორი  - 3 კბილი
კამა  - 1 კონა
კინძი  - 1 კონა
ოხრხუში  - 1 კონა
ბრინჯი  - 4 ს/კ
წითელი ღვინო  - 200 გრ
ზეთი  - 100 გრ
კარტოფილი  - 2 ცალი
მარილი  - გემოვნებით
წიწაკა  - გემოვნებით

მომზადების წესი:
დავიწყოთ ბრინჯის მოხარშვით,4 კოვზ ბრინჯზე დავასხათ 2 ლ წყალი.
 
ვხარშოთ სანამ არ იქნება მზად, მთავარია არ გადავხარშოთ. ხორცი დავჭრათ დიდ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში.
 
შემწვარ ხორცში დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
 
შემდეგ დავამატოთ სტაფილო და მოვშუშოთ სანამ არ დარბილდება.
 
როცა სტაფილო დარბილდება დავამატოთ დაჭყლეტილი პომიდორი.
 
როცა პომიდორი წვენს გაუშვებს, დავამატოთ 200 გრ წითელი ღვინო
 
და დავტოვოთ გაზზე 15 წუთი.
ამასობაში ბრინჯი მოიხარშა,გავავლოთ წყლით. დავჭრათ მწვანილი და ნიორი. მოშუშული ხორცი, ბრინჯი და მწვანილი ავურიოთ ერთმანეთს.
 
დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. გასუფთავებულ წიწაკებში ჩავდოთ შიგთავსი,ჩავაწყოთ ისინი ქვაბში
 
და დავასხათ წყალი.
 
წვენში დავამატოთ გატარებული კარტოფილი,
 
წვენის გასასქელებლად. ვხარშოთ 15 წუთი.
კერძი მზად არის.
კატეგორია: ბოსტნეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: bulgaruli wiwaka, ბულგარული წიწაკა ფხვიერი შიგთავსით
ნანახია: 2482 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.5/2