მთავარი » ფაილები » ბოსტნეულის კერძები

ბადრიჯანი ყველით(badrijani yvelit)
2011-12-24, 3:03 PM
მასალად საჭიროა:
ბადრიჯანი  - 1 კგ
ყველი  - 400 გ
კვერცხი  - 4 ცალი
კარაქი  - 200 გ
არაჟანი  - 400 გ
პიტნა  - 1 კონა
მარილი  - გემოვნებით

მომზადების წესი:
საშუალო ზომის ბადრიჯანს დანით ამოვაცალოთ თესლი და ნახევრად შევწვათ აირღუმელში.
ცალკე გავამზადოთ სატენი: წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაფხვნილი ყველი, დაჭრილი
პიტნა და კარაქი ავურიოთ ერთმანეთში და გამოვტენოთ ბადრიჯნები. დავაწყოთ კარაქწასმულ ტაფაზე
და შევდგათ აირღუმელში. როცა გამზადდება, მოვასხათ არაჟანი და მივირთვათ.
კატეგორია: ბოსტნეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ბადრიჯანი ყველით(badrijani yvelit)
ნანახია: 3134 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1