კარტოფილის პიურე - ბავშვის საჭმელები - ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის - კერძები მხოლოდ თქვენთვის
MENU
მთავარი » ფაილები » ბავშვის საჭმელები

კარტოფილის პიურე
2011-10-14, 2:23 PM
კარტოფილის ბოლქვი ცხიმების და კალორიების მცირე რაოდენობას შეიცავს (70კალ/100გ), თუმცა ბავშვის ორგანიზმს ამარაგებს ენერგიით, მაღალხარისხიანი ცილებით, ვიტამინებით, მინერალური და მეორადი მცენარეული ნივთიერებებით.
დღემდე არსებობს სტერეოტიპი, რომ კარტოფილი ასუქებს. თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მხოლოდ გადამუშავებული პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს: კარტოფილი ფრი, კარტოფილის ჩიფსები. გარდა ამისა, ასეთი გადამუშავების დროს, ძირითადი სასარგებლო ნივთიერებები იკარგება და მხოლოდ მცირედი რჩება. კარტოფილი შეგვიძლია მივირთვათ შემწვარი, დაჭყლეტილი, პიურეს სახით, დაჭრილი, ფარშირებული, გამომცხვარი ან სალათის სახით.
ბავშვის პიურე ადვილი მოსამზადებელია. კარტოფილი რომ მოიხარშება, მერე დავჭყლიტოთ, ცოტა რძე ჩავასხათ, რომ სასურველი კონსისტენციის გახდეს, კარაქი ან ზეთი დავამატოთ, ცოტა მარილი, შეიძლება ოდნავ მუსკატის თხილიც და ჩვენი კარტოფილის პიურე მზად არის.
რჩევა: პიურე დიდი ულუფა თუ გამოგვივა, შეგვიძლია კარტოფილის "ლოკოკინები” გამოვაცხოთ.

  კარტოფილის "ლოკოკინები"
1 თეფში კარტოფილის პიურე,
1 ც კვერცხიკარტოფილის პიურეში კვერცხი ჩავახალოთ და მიქსერით გავთქვიფოთ. ტომარას ვარსკვლავისფორმიანი საცმი დავუმაგროთ და კარტოფილის მასით ავავსოთ. 
შემდეგ პიურე ტაფაზე ლოკოკინების ფორმით დავასხათ. გახურებულ ღუმელში 170-180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი გამოვაცხოთ.

კატეგორია: ბავშვის საჭმელები | დაამატა: kopala | ტეგები: კარტოფილი, პიურე, piure, კარტოფილის პიურე, kartofili, kartofilis piure
ნანახია: 517 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0