მთავარი » ფაილები » ბავშვის საჭმელები

ჩიტის ბუდე
2011-10-14, 2:19 PM
მასალად საჭიროა:
400 გრ კარტოფილი
2-3 ც  კვერცხი
1 (200გ რ) ყაბაყი
100 მლ რძე
2 ს.კ. დაფქვილი თხილი
ქურქუმა
1 მწიკვი დაფხვნილი ძირა
ოდნავ იოდიზირებული მარილი 
სალათის ფოთლები 

კარტოფილი გავთალოთ და ცოტა მარილიან წყალში თავდახურული დაახლოებით 20-25 წუთი ვხარშოთ. 
კვერცხიც მოვხარშოთ. ყაბაყი გავრეცხოთ და დიდ ნაჭრებად დავჭრათ. კარტოფილის მოხარშვამდე 5 წუთით ადრე ყაბაყი ქვაბში ჩავყაროთ. შემდეგ კარტოფილი და ყაბაყი გადმოვიღოთ, რძე დავასხათ და პიურედ ვაქციოთ, დაფქვილი თხილი შევურიოთ სანელებლებით და მარილით შევაზავოთ. კარტოფილის პიურე სალათის ფოთლებზე მოვათავსოთ და ყველა ულუფაზე შუაში გაჭრილი კვერცხი დავაწყოთ. 

კატეგორია: ბავშვის საჭმელები | დაამატა: kopala | ტეგები: ბუდე, ჩიტის ბუდე, ჩიტის, chitis bude, chitis, bude
ნანახია: 1542 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0