მთავარი » ფაილები » ბავშვის საჭმელები

ბრინჯი გოგრით
2011-10-14, 2:12 PM
მასალად საჭიროა:
1ჭიქა ბრინჯი
2,5 ჭიქა წყალი
150-200 გრ გოგრა
1ჭიქა რძე
1-2 ჩ.კ. შაქარი
მარილი გემოვნებით
კარაქი


ბრინჯი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში და წყალი დავასხათ. ოდნავ მარილიც შეიძლება  დავუმატოთ. ადუღების შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 15 წუთი (სანამ ბრინჯი კარგად არ მოიხარშება).  გოგრა პატარა კუბებად დავჭრათ. ქვაბით რძე ავადუღოთ, შემდეგ ჩავყაროთ გოგრა, სულ ცოტა მარილი და შაქარი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ 10-15 წუთი. მოხარშული გოგრა კი ბრინჯს შევურიოთ. თეფშზე რომ გადმოვიღებთ დავუმატოთ კარაქი. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია ქიშმიშიც მოვაყაროთ. 

კატეგორია: ბავშვის საჭმელები | დაამატა: kopala | ტეგები: გოგრით, ბრინჯი, brinji, gogrit, ბრინჯი გოგრით, brinji gogrit
ნანახია: 1557 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0